დილა მშვიდობისა, სულნისლიანებოოო!
"ერთ ისეთ დილაც იქნება,
არმურმა დაგვაღვიძოსა..."
***
შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა,
მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღუბლული,
ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან
ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული.
ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი,
ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო,
ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი,
გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს...
ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი,
მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს,
ხევისპირ ფიცრული კოხტა აივნიდან,
ჩემი ფშავლის ქალა გალობს...
***
ასე მგონია, შენს ლამაზ თვალებს
ნათელ სულსა და ფიქრს ვეფერები,
მე და ოცნებებს, არაგვით მთვრალებს
თავს გვაწონებენ ულეწელები...
ასე მგონია, ფშავის ნისლები,
ჩემთვის საკაბეს ქსოვენ მარმაშის
და გვირილები რძისფერ-ცისფერი,
მეხატებიან მკერდზე კასკასით...
კლდეებს, სათიბებს და ფშავის არაგვს,
შენ აკლიხარ და მეტი არცავინ,
გაღრუბლებული შენი ლექს-ქალა
ავტირდები და ლექსად დაგაწვიმ...
შეიმას ჰინი – სიტყვის ერთმმართველობა
11 years ago
7 comments:
***
"ერთ ისეთ დილაც იქნება,
არმურმა დაგვაღვიძოსა..."
სანათა
***
"არმურით მთვრალი გჭირდება,
საწყლოთა სანაპიროთგან?"
ბობორიკა
დათრობამ თუ მოგვიწია,
ლექსით მთვრალაებ ვიყოთა...
კაი ლექსით სუ მთვრალ დავალ,
ნისლიც არყაებრ ვხვრიპოთა...
კარგან არაყან მიდგანან
აემ ჩემ ჩარექაშია,
ორ-სამ დალივე,მოფშავლდი,
გვეუბნე საქმე რაშია...
ფშაური სატრფიალო
ფშანები - ნისლით მთვრალები,
დაფერდებული ჯანღები...
დარდები - ფშავლის ქალები,
კლდე-ფრიალოთა წაწლები...
შენები - შენზე მწყრალები,
გიხდები, ეხზე მარები,
ფაფანაგები - მაღლები,
სუყველა შენი მაყრები.
"სუუ ჩემ საფერან არიან
შენ გულ-გონების წამღები"
***
ვაიმე, ნისლის სანათავ,
ნუ ამიშალე დარდები...
Post a Comment