თიბვისაა
მოფარდაგდნენ საქუხიგორს,
ჭყანტები და კენკეშები,
გავველურდი და სათიბის
გვირილებში შევერევი.
ვეფერები ხელისგულით
მჟაველას და ფაფანაგას,
ხიფხოლა და უკადრისა
გამიხდია ამხანაგად...
ქვემოთ ხევში ფუტკრებსა და
პეპლებს გააქვთ რია-რია
უკვე აღარც ადრეა და
ჯერ არც ისე გვიანია...
თიბვისაა, ზუსტად დროა
ამოუყვე ჭიჩოს ბილიკს,
შენ ნამხრეულს ვიპოვნი და
იქ დაგხვდები ხვალვე დილით...
შეიმას ჰინი – სიტყვის ერთმმართველობა
11 years ago
1 comment:
როგორი კარგი მცნობი არისა, სანათაო, ეს შენი პესონაჟი - შეყვარებულის ნამხრეულის პოვნა რო შეუძლია!
ვაიმე, რა კარგად სწერ!
და არ დაუჯერო ვიღაცეებსა, რო გიწერენ - გამეორების საფრთხე არის შენ შემოქმედებაშიო!
არ მაუსმინო არავისა, ქალავ!
რაც გეწერება, ისევ ისა წერე - ჯარჯის და არჩანდას დაუჯერე... :)
Post a Comment