ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე
სიზმარ-ცხად-აჩრდილივითა...
საარაგვოზე სანათა
ანთია ასკილივითა...
შეიმას ჰინი – სიტყვის ერთმმართველობა
11 years ago
2 comments:
მარიამო, ბობომ წუხელ ღამით აარჩია სანათას და ბაობაბის ხუთ-ხუთი ლექსი, მერე დარეგისტრირდა და დადო აი აააქ - http://wf.myweb.ge//index.php?showtopic=20&st=20
მერე, მარიამო, რახან დარეგისტრირდა, შევიდა "ჭურკლუბშია" და ბაოს უპასუხა აიიიიიი აააააქ - http://wf.myweb.ge//index.php?showtopic=14&pid=2700&st=20&#entry2700
ბაობაბო, ბობორიკაიმ სანათას ამბავ ჯერ არ იცისა, საით არისა და მიხოზე კი ეგრე ითქმება:
***
"ბობორაცია" კი არა,
რომც ჩართო დელეგაცია,
ვერც მიხოს ნახავ იქა და,
ვერც კვალს, ბობოის კლანჭიანს...
აბა, რა უნდა ექნა ბობორიკასა - მოწყენილი იყო და... :)
Post a Comment