Monday, July 7, 2008

სულნისლიანო წაწალო

შემომაფეთე უღრუბლო
ვარდკაჭაჭები-თვალები,
გუშინ-გუშინწინ უმზეო
ავდრიან დღეზე მწყრალები...
ამდენხან ნასათუთევი,
გამიმზეურე ფიქრები,
მახარე ლიწკრო-მათურით
ცისარტყელები მზისმხლები...
ჩავუყვეთ მათურხევასკე
(შორს ჩვენგან მაცილ-ართვალო).
გულბეჩავ ფშავლის ქალაის
სულნისლიანო წაწალო...

3 comments:

Mimos said...

გვირილაები,
კენკეშები,
ხიფხოლები,
ვარდკაჭაჭები,
უკადრისები,
ჭყანტები,
ფაფანაგები,
მთის მიხაკები
სოსანები,
პირიმზეები...

აი, როგორი ყვავილები მოდიანა ცაბაურთაში და მაღალახადშია, ზემოთა...

აემ ვარდკაჭაჭას სურათ მინდოდა დამედო, რო გვენახა, - რაად შაადარე თვალები ვარდკაჭაჭებსა და ვერ კი ვნახე...

სანათა said...

ახლა ძალიან ვჩქარობ, ახალი სიცოცხლის შესახვედრად მივდივარ... ბედნიერი დასასრულის მერე სხვა ყვავილებიც მალევე იქნება...

Mimos said...

დემეტრე დაიაურს გაუმარჯოს!!!

ვულოცავ გელა დაიაურსა და თეონა ქუმსიაშვილსა ბიჭიანობასა!!!